22:12 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-01 13:50:45, 2257 ნახვა

სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამღლობელის პროცესი დაიწყო

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ბრალდებულს სამართალდამცველზე თავდასხმის მუხლით (სსკ-ის 353-ე პრიმა) აქვს ბრალი წაყენებული. სასამართლო პროცესისადმი დიდი საზოგადოებრივი ინტერესი დილიდან გამოიკვეთა — შენობასთან მისი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.

სასამართლო დარბაზი პროცესის დაწყებამდე სრულად შეივსო. მხარდამჭერების დიდი ნაწილი სხდომას ვერ ესწრება და სასამართლოს ეზოდან ხმამაღალი შეძახილებითა და ბანერებით და გამოხატავს სოლიდარობას ჟურნალისტი მზია ამაღლობელის მიმართ.

ამაღლობელის პროცესს ევროკავშირის, საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და ლიეტუვას საელჩოს წარმომადგენლები, ასევე აქციებზე დაკავებული პირების მშობლებიც ესწრებიან.

მზია ამაღლობელის საქმე უკვე გასცდა მხოლოდ იურიდიულ ჩარჩოს — დღეს ეს პროცესი საზოგადოებისთვის თავისუფალი სიტყვის, ჟურნალისტური საქმიანობისა და სამოქალაქო უფლებების სიმბოლოდ იქცა.

 

მხარდაჭერა, რომელიც ბათუმის სასამართლოსთან იგრძნობა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მნიშნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა საქართველოში კვლავ ძლიერი ძალაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics