23:31 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-24 12:35:01, 1827 ნახვა

სამართალი
შსს-მ საბა სხვიტარიძეს ვერ დაუმტკიცა პოლიციელზე თავდასხმა

შსს-მ საბა სხვიტარიძეს ვერ დაუმტკიცა პოლიციელზე თავდასხმა,სხვიტარიძეს ბრალი პოლიციელზე თავდასხმიდან 120-ე მუხლის პირველი ნაწილით შეუცვალეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 

პროკურორმა პროცესზე თქვა, რომ სხვიტარიძეს, შესაძლოა, არ სცოდნოდა, რომ მირიან ქავთარაძე პოლიციელი იყო.სრულიად ამოვარდა ბრალიდან პოლიციელზე თავდასხმის ნაწილი. პროკურატურამ აღიარა, რომ საბა სხვიტარიძემ არ იცოდა, რომ მირიან ქავთარაძე პოლიციელი იყო.

პროკურატურის ახალი ბრალის მიხედვით, რომელიც პროკურატურამ ჩამოაყალიბა მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას ანდა იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ან ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics