02:00 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-24 11:33:48, 2438 ნახვა

საზოგადოება
ადგილიდან სადაც დევნილებს ძალის გამოყენებით ასახლებენ სამი ადამიანი დააკავეს

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, სავარაუდოდ, 3 პირი დააკავეს.

მათი პროტესტი ავეჯის გადასატანი მანქანის გამოჩენას მოჰყვა, რომელსაც კორპუსში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. პოლიციამ მათ ტერიტორიის გათავისუფლენისკენ მოუწოდა, ისინი შეეწინააღმდეგნენ, შედეგად კი 3 პირი საპატრულო პოლიციის მანქანში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს. ამ დროისთვის დაუზუსტებელია, ისინი დააკავეს, თუ განარიდეს.

ადგილზე კვლავ ხმაური და დაპირისპირებაა კორპუსის მაცხოვრებლებსა და სამართალდამცველებს შორის.

ერთ-ერთი პირი კორპუსის სახურავზეა ასული და ამბობს, რომ თუ გამოსახლება არ გაჩერდება, ის საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოხტება.

თბილისში, თვალჭრელიძის პირველ ნომერში საპატრულო და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.

"პირველების" კორესპოდენტის ინფორმაციით, აღსრულების ეროვნული ბიურო სამსახური ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესულ 200-ს ოჯახს ასახლებს. 

ადგილზე მყოფი მოქალაქეები ამბობენ, რომ თავშესაფრის გარეშე რჩებიან მრავალშვილიანი ოჯახები, მოხუცები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics