02:00 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-23 11:32:43, 2131 ნახვა

საზოგადოება
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის გამო ავტობუსების ნაწილი და მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

მსოფლიო პოპვარსკვლავის ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დამსწრე საზოგადოების შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი და მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ტრანსპორტი მოქალაქეებს 24 ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურება.

„კონცერტზე დამსწრე საზოგადოების შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური  ავტობუსები და მეტრო, გახანგრძლივებული დროით, 24 ივლისის 02:00 საათამდე იმუშავებს. აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტი გადაადგილდება ალტერნატიული მარშრუტებით. კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება. ავტობუსების მარშრუტების შესახებ დეტალური ინფორმაცია უკვე გავავრცელეთ, თუმცა დაინტერესებულ პირებს, მისი მოძიება თბილისის მერიის ვებგვერდზე, ასევე, სოციალურ ქსელში, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდზე შეუძლიათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „სთარინგ ჯორჯიას“ მიერ დაგეგმილი კონცერტის გამო,  „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაც შეიზღუდება. შეზღუდვა 24 ივლისის 01:00 საათამდე იმოქმედებს.  

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics