23:33 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-20 12:07:05, 2082 ნახვა

სამართალი
დააკავეს მამაკაცი, რომელიც ქალს სისტემატურად უთვალთვალებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევი რ.ხ. ადევნების, პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების, ასევე, მუქარის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულები 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, მასთან ურთიერთობის შეწყვეტით გაღიზიანებული ბრალდებული დაზარალებულ ქალს, სისტემატურად უთვალთვალებდა, როგორც პირადად, ისე, მობილური ტელეფონის საშუალებით მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

გამოძიებით, ასევე, დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ქალის დამცირებისა და შეურაცხყოფის მიზნით, მისივე პერსონალური მონაცემების გამოყენებით სოციალურ ქსელში ვებ -გვერდები შექმნა, რომელთა მეშვეობითაც ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოსდა დაზარალებული სექსუალურ მომსახურებას ეწეოდა.

ბრალდებულმა მუქარა, განახორციელა დაზარალებულის ოჯახის წევრის მიმართაც.

პოლიციამ რ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით, 157-ე მუხლითა და 151-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics