03:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-09 10:42:36, 2143 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.  ინფორმაცია მთავარს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა

 "გადაიყვანეს ოჯახის მოთხოვნით თურქეთის კლინიკაში. მდგომარეობა სტაბილურია, ძალიან გაუმჯობესებული პარამეტრებით. მართვით სუნთქვაზეა, ამხელა გზაზე როგორ შეიძლება მოხსნა, გადაიყვანეს ღამით 2 საათზე" | თქვა ტურძელაძემ მთავართან

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 7 ივლისს, გამთენიას, საგარეჯოში, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა. ინციდენტის დროს ის მძლეოსნობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა. ახვლედიანი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავეს, ის გუშინ 30 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. რიჟვაძე თავდაპირველად საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსში, მოგვიანებით კი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ცნობით, მას ერთი ჭრილობა აქვს და ფილტვი აქვს დაზიანებული





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics