00:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-07 19:50:59, 1912 ნახვა

სამართალი
დაკავებული ახვლედიანი მისმა ადვოკატმა ლალი აფციაურმა მოინახულა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსი ახვლედიანი, რომელიც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით იყო დაკავებული, ზაჰესის დროებითი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

რამდენიმე წუთის წინ, ახვლედიანის ადვოკატი, ლალი აფციაური, მის საკანში შევიდა.

აფციაურის თქმით, ახვლედიანი საგარეჯოდან თბილისში გადაიყვანეს. მისი თქმით, ამ ეტაპზე მას ამ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს და კომენტარს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გასვლის შემდეგ გააკეთებს.

ცნობისთვის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსი ახვლედიანი, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით დააკავეს. ახვლედიანი დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უყურადღებოდ შენახვას გულისხმობს.

თორნიკე რიჟვაძე დღეს საგარეჯოს გეოჰოსპიტალში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით მოათავსეს. შემდეგ რიჟვაძე პირველ უნივერსიტეტის კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics