|
2016-03-21 10:22:36, 499 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: მე რომ წარმომადგენელი მყავდეს, ის სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და სხვა მესიჯს მიიტანდა კარასინამდე
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი გადასახედია და ის დაზუსტებას საჭიროებს. როგორც მარგველაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, აბაშიძე მხოლოდ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე უნდა მსჯელობდეს და არა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. "გრიგორი კარასინს პასუხი უნდა გასცეს ზურაბ აბაშიძემ და საკადრისი პასუხი. როგორც მოვისმინეთ, იქ ამ საკითხებზე არ იყო არანაირი პასუხი გაცემული. პრაღის ფორმატი დასაზუსტებელია და დასაზუსტებელია უფრო მკვეთრი გაწერით, რომ იქ პოლიტიკურ თემატიკაზე იმასთან დაკავშირებით, რომ როგორი უნდა იყოს რიტორიკა, ქართული მხარის და სხვა თემებთან დაკავშირებით, ვიცოდეთ, რომ იქ ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს. პირველი ესაა დასაზუსტებელი და მეორე, ალბათ ასეთი ტიპის განცხადებებს თუ ის პრაღის ფორმატში მოხდება, უნდა ყავდეს ადეკვატური პასუხის გამცემი ამ ფორმატშივე, ის არის პრემიერმინისტრის წარმომადგენელი, მე რომ მყავდეს წარმომადგენელი, ჩემი წარმომადგენელი სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და სხვა ტიპის მესიჯს მიიტანდა კარასინამდე",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)