|
2016-03-19 22:23:28, 479 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი კარასინის განცხადებაზე: ეს არის პირდაპირი ჩარევა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში
ეს არის პირდაპირი ჩარევა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში - ასე შეაფასა თავისუფალი დემოკრატების წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადება "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში. "სხვა თუ არაფერი, ბატონი კარასინის მხრიდან ეს იყო პირდაპირი შეურაცხყოფა მისი კოლეგის, ბატონი აბაშიძის, როდესაც მომლაპარაკებელთან ზიხარ და გამოდიხარ და ასეთი ფორმით საუბრობ იმ მოლაპარაკებებზე, რომელზეც საუბრობდი რამდენიმე წუთის წინ აბაშიძესთან," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. ჩიქოვანი იქვე აცხადებს რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატს საქართველოსთვის გარკვეული შედეგების მოტანა შეუძლია. "ამ ფორმატს აქვს შედეგი, ამ ფორმატის გამოყენება შეიძლება, მაგრამ მას სჭირდება მკაფიო რეგლამენტაცია," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)