|
2025-06-30 10:44:44, 570 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე - სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართე წერილობით, დაიწყოს გამოძიება სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის, დავით მატიაშვილის წინააღმდეგ, რომელმაც მომაყენა დაზიანება
პარტია „ხალხისთვის“ ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს წერილობით მიმართა. კერძოდ, როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმე ეხება მიმდინარე წლის, 11 ივნისს მომხდარ ფაქტს, როდესაც დოლიძის თქმით, სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსმა, დავით მატიაშვილმა თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა და ზიანი მიაყენა. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ამოცანაა, რომ როდესაც სახელმწიფო თანამშრომელი დანაშაულს ჩაიდენს, ეს დანაშაული გამოიძიოს. გემახსოვრებათ, რომ ამ წლის 11 ივნისს, სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსმა, დავით მატიაშვილმა თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა და ზიანი მომაყენა. საპატრულო პოლიციამაც შეადგინა ოქმი და იქიდანაც უმოქმედობა ჩანს. ახლა მოვედი საგამოძიებო სამსახურში, რომ აქ შევიტანო განაცხადი და მოვითხოვო გამოძიება. რატომ ვაკეთებ ამას?! ე.წ ხელისუფლება რომ შეიცვლება, ეს ჩავარდნები ჩვენი გასაკეთებელი იქნება. ეს ყველაფერი გროვდება, სტრასბურგში მინდა წავიდეს და დავინახოთ ჩვენი სისტემური ჩავარდნები, რომლის გამოსწორებაც აუცილებელი იქნება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)