|
2016-03-19 13:45:13, 696 ნახვა
საზოგადოება
კამპანიის „ეს შენ გეხება“ საპროტესტო აქცია დაიწყო
კამპანიის „ეს შენ გეხება“ საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან. სამოქალაქო სექტორის მთავარი მოთხოვნაა, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების საქმის გამოძიება, საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, კანონმდებლობის გამკაცრება და სამართალდამცველთა შესაძლო დანაშაულის შესასწავლად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა. "კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ არც ერთი ჩვენგანის, მათ შორის არც შენი, პირადი ცხოვრება არ არის დაცული. ისევ ავრცელებენ ძველ კადრებს და გვითვალთვალებენ, რომ მომავალში გაავრცელონ. ჩვენ გვინდა, რომ სამუდამოდ დასრულდეს უკანონო მიყურადება, გვინდა, რომ თავი დაცულად ვიგრძნოთ", - აცხადებენ კამპანიის წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)