|
2025-06-24 11:16:02, 592 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - „ქართული ოცნება“ პარანოიულ მდგომარეობაში იმყოფება
„ქართული ოცნება“ პარანოიულ მდგომარეობაში იმყოფება და ეს კლასიკურად ასეთი რეჟიმის დასასრული ეტაპის მაჩვენებელია - ეს რყევების მომენტებია და ჩვენ უნდა გავუძლოთ, თუმცა გაძლება ადვილი არ არის,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მათი „ფსიქიკური მდგომარეობა, რასაც აკეთებენ, აჩვენებს, რომ ეს რეჟიმი თვითონ, შინაგანად ვერ არის მწყობრში“. მან ასევე, უპასუხა კითხვას გამორიცხავს თუ არა თავად იმას, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია მისი დაბარებითაც დაინტერესდეს. საპასუხოდ კი აღნიშნა, „თქვენ გამორიცხავთ“? „თქვენ გამორიცხავთ? ვერავინ ვერ გამორიცხავს. ეს მდგომარეობა, რაშიც თვითონ იმყოფებიან დღეს, რომელიც პარანოიული მდგომარეობაა, კლასიკურად ასეთი რეჟიმის დასასრული ეტაპის მაჩვენებელია. ვერავინ ვერ იტყვის, ეს დასასრული ეტაპი ჩქარა დამთავრდება თუ გაგრძელდება, გაიწელება. მათი ფსიქიკური მდგომარეობა, რასაც აკეთებენ, მართლაც ასეთი დაჟინებული რეპრესია სულ არაფრისთვის აჩვენებს იმას, რომ ეს რეჟიმი თვითონ, შინაგანად ვერ არის მწყობრში. ეს ჩანს ასევე იმაში, რომ ვიღაცებს უკვე სჯიან შიგნიდან. ეს ხომ წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლება იყოს აღქმული იმ ადამიანების მიერ, რომლებიც აქამდე ყველაფერზე კითხვის, ეჭვის, სინდისის გარეშე მიყვებოდნენ. ახლა ხვდებიან, რომ თურმე, მეც შემიძლია აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, როგორიც გუშინ ვნახეთ. ეს რყევების მომენტებია და ჩვენ უნდა გავუძლოთ. გაძლება ადვილი არ არის, მითუმეტეს, იმ ადამიანებისთვის. პოლიტიკოსები შეიძლება კიდევ უფრო გამძლე იყვნენ იმიტომ, რომ ყველაფრისთვის მომზადებულები უნდა იყვნენ. იმ ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო რთულია გაძლება. გამძლეობა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პროტესტში არიან და აგრძელებენ ამ ქუჩის პროტესტს ისე, რომ ვერ გადაიყვანა ხელისუფლებამ იმ აჯანყების ფორმატში, რაც მათი ერთ-ერთი მიზანია. დღევანდელ სიტუაციას მე მგონი, პოლიტიკური სპექტრი ძალიან სერიოზულად აღიქვამს, რაც ეხება საზოგადოებას, მგონი, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მართლაც ხვდება, თუ რა არის დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა. ნაწილ საზოგადოებაში ასევე, დამკვიდრდა ერთგვარი შიში. ამიტომ, შეიძლება, ამ განცდების გამოხატვა ნაკლებად ჩანს და არ არის გამოტანილი გარეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ხედავს, რაც ხდება. მე არ ვიცი, რეცეპტებს მათ ვერ მივცემ, მაგრამ ვხედავ, რომ ეს არის უკვე პირველი მათი დასუსტების ნიშნები. რა შეიძლება კიდევ გააკეთონ და რა შეიძლება თავში მოუვიდეთ, ამას ვერც წარმოვიდგენ და ვერც ვურჩევდი. პლატფორმა გუშინ ვერ შეიკრიბა, დღეს ვიკრიბებით და სტრატეგიას დავსახავთ. შემიძლია ახლავე ვთქვა, რომ მიმაჩნია, აქ მხოლოდ ორი გზაა: ერთი, პროტესტის გაგრძელება, ამ მშვიდობიანი ფორმით, სხვა ფორმა ჩემთვის არ არსებობს და მეორე, ოპოზიციის სრული ერთობა ერთ სტრატეგიაზე, ყველაფერზე“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)