|
2016-03-19 10:57:47, 573 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია სასტუმრო „სითიავენიუს“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო
თბილისის მერი, დავით ნარმანია, ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად, სასტუმრო „სითიავენიუს“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო. თბილისის ცენტრში, დავით აღმაშენებლის გამზირზე ახალი, მაღალი კლასის სასტუმრო გაიხსნა. ,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სასტუმრო, სტრატეგიულად კარგ ადგილას მდებარეობს. აღმაშენებლის გამზირზე ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ქალაქ თბილისის მერიის მიერ აღდგენითი სამუშაოები და შესაბამისად, ტურისტების ნაკადი აუცილებლად მოიმატებს, სასტუმრო კი იქნება წარმატებული. ეს გახლავთ ქალაქისთვის სერიოზული შენაძენი, არა მხოლოდ ამ ადგილის მოწესრიგების თვალსაზრისით, არამედ ადამიანების დასაქმების და ბიუჯეტში შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით, რომ არაფერი ვთქვათ ინვესტიციებზე და ბევრ მნიშვნელოვან სიახლეზე, რაც როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით შეემატება ქალაქს’’, - განაცხადა დავით ნარმანიამ. სასტუმრო „სითიავენიუ“-ში თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი 37 ოთახია. სასტუმროს აქვს 50 პერსონაზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, კაფე-ბარი, ტერასა და პარკინგი. პროექტი თურქული ინვესტიციით განხორციელდა, რომლის ღირებულებაც 12 000 000 ლარია. სასტუმრო „სითიავენიუში“ 20 ადამიანი დასაქმდება. გახსნის ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)