|
2016-03-19 10:09:56, 636 ნახვა
საზოგადოება
სამეგრელოს სასწრაფო დახმარების ცენტრს ინვენტარი გადაეცემა
სამეგრელოს რეგიონის სასწრაფო დახმარების ცენტრს სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი გადაეცემა. ექიმებსა და რაიონული სამსახურის ხელმძღვანელებს კი ახალი მოწყობილობების მოხმარებისთვის შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდებათ. ინვენტარის გადაცემისა და პერსონალის სწავლების პროცესს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა დაესწრება. გადაუდებელი დახმარებისთვის აუცილებელი 20-მდე დასახელების სამედიცინო ინვენტარი სასწრაფოს ყველა ეკიპაჟში დამონტაჟდება. კომპიუტერული მოწყობილობების გადაცემის შედეგად, რაიონულ სამსახურებში ცენტრის პროგრამა ჩაირთვება. მისი მეშვეობით, პერსონალის მორიგეობის გრაფიკი, მედიკამენტების ხარჯვა და ნაშთების რაოდენობა ელექტრონულად აღირიცხება. რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარით აღჭურვა 9 მარტს დაიწყო. მოწყობილობები უკვე გადაეცა იმერეთის, კახეთისა და აჭარის რეგიონებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)