|
2016-03-18 15:51:50, 504 ნახვა
პოლიტიკა
ომარ ნიშნიანიძე: სიტყვა "პიდარასტი" არ მიხსენებია, მე ვთქვი ლგბტ პირები
ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე "იდენტობის" მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით საუბრისას დისკრიმინაციულ გამონათქვამს უარყოფს. როგორც ნიშნიანიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, მან ლგბტ პირი გამოიყენა: "მითხრან, სად გამოვიყენე ასეთი სიტყვა, მე ვთქვი ლგბტ პირები. ცუდი არაფერი მიხსენებია. მომიტანეთ ჩანაწერი, სად ვთქვი და როგორ ვთქვი, ჩემს ნათქვამს თქვენ მისწორებთ? მომიტანეთ ვიდეო მაშინ. არავითარი დისკრიმინაციული არ მითქვამს", - განუცხადა "ექსპრესნიუსს" ომარ ნიშნიანიძემ. შეგახსენებთ, ქუთაისის პარლამენტთან "იდენტობის" ორგანზიებით აქცია მიმდინარეობს. ისინი უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ოჯახი ქალის და მამაკაცის ერთობაა. "იდენტობის" აქციას ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ომარ ნიშნიანიძე ასე გამოემხაურა: "პარლამენტთან „პიდარასტების“ აქციაა? ამას თუ მოვესწრებოდი არც დამესიზმრებოდა, არც დამესიზმრებოდა, თუ ქუთაისში, ჩემს სახლის წინ, ამას მოვესწრებოდი", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)