09:49 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 15:24:41, 1222 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი გაეროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი გაეროს წევრ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ რუსული მედია ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც ფედერიკა მოგერინის განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს კვლავ მტკიცედ მხარს უჭერს და ყირიმს რუსეთის ნაწილად არ აღიარებს.

"ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს ფაქტს, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილი არ არის და თვლის, რომ ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა. ეს საერთაშორისო უსაფრთხოების პირდაპირი გამოწვევაა, რის შედეგადაც სამართლებრივი წესრიგი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.  ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის წინაშე დგება", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას განაგრძობს და ეს აღკვეთითი ღონისძიებებითაც გამოვლინდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics