|
2016-03-18 13:24:59, 658 ნახვა
პოლიტიკა
უმრავლესობის დეპუტატების დისკრიმინაციული გამონათქვამები - „ქუთაისში „პიდარასტების“ აქციას თუ მოვესწრებოდი არც დამესიზმრებოდა“
ქუთაისის პარლამენტთან "იდენტობის" ორგანზიებით აქციაა დაანონსებული. ისინი უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ოჯახი ქალის და მამაკაცის ერთობაა. დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით საუბრისას "ქართული ოცნების" დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა დისკრიმინაციული სიტყვა გამოიყენა: "ცინიკურია, როცა ქუთაისიდან იწყება ასეთი აქცია, იმ ქალაქიდან, საიდანაც აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო და აქიდან „გაპიდარასტებას“ იწყებენ მგონი ზოგიერთები" -განაცხადა მეჭიაურმა. "იდენტობის" მიერ დაანონსებულ აქციას ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ომარ ნიშნიანიძე კი, ასე გამოემხაურა: "რა გინდათ, პარლამენტში „პიდარასტების“ აქციაა, ამას თუ მოვესწრებოდი არც დამესიზმრებოდა, არც დამესიზმრებოდა, თუ ქუთაისში, ჩემს სახლის წინ, ამას მოვესწრებოდი", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ. ქუთაისის პარლამენტთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)