|
2016-03-18 10:25:41, 644 ნახვა
საზოგადოება
„BP-საქართველო“-ს გენერალურმა მენეჯერმა შსს-ს მადლობა გადაუხადა
„BP-საქართველო“-ს გენერალურმა მენეჯერმა კრის შლიტერმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შსს-ს ინფორმაციით, „BP-საქართველო“-ს წარმომადგენელმა სტრატეგიული მილსადენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისა და სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელები სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორს ზურაბ ჭაბაშვილს, მის მოადგილეებს და დეპარტამენტის 19 თანამშრომელს გადასცა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს „BP-საქართველო“-ს წარმომადგენლობასთან, რაც საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მაგისტრალური მილსადენების უსაფრთხოების სისტემის ეფექტურობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს“, - აცხადებენ უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)