|
2025-05-24 14:53:17, 618 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იქნება იმ ადამიანების მორალური მსაჯული, რომლებიც გირაოს გადაიხდიან
საგამოძიებო კომისია არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი რეპრესიებისთვის და ერთადერთი ველი, სადაც გამოჩნდება, ვინ დაუპირისპირდება რეალურად რეჟიმს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იქნება იმ ადამიანების მორალური მსაჯული, რომლებიც გირაოს გადაიხდიან. „საგამოძიებო კომისიის საქმიანობა არ მაინტერესებს, ვის დაიბარებენ, ვის – არა. ეს პერიპეტიები გამოაჩენს, ვინ უპირისპირდება რეალურად რეჟიმს და ვინ არის ე.წ. სისტემური ოპოზიცია. ეს კომისია არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი რეპრესიებისთვის და ერთადერთი ველი, სადაც გამოჩნდება, ვინ დაუპირისპირდება რეალურად რეჟიმს, ვფიქრობ, აჟიოტაჟი არ არის საჭირო. „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა, რომ მორალური მსაჯული ვერ ვიქნებით იმ ადამიანების, რომლებიც გირაოს გადაიხდიან. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები სხვა კუთხითაც იბრძოლებენ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და არ დატოვებენ სპეკულაციებისთვის სივრცეს, იმიტომ, რომ მათ უკვე გადადგეს ნაბიჯი, როდესაც არ გამოცხადდნენ ამ ე.წ. კომისიაზე. ისედაც შეიძლება, დააპატიმრონ ეს ხალხი. ივანიშვილს თუ აქვს განზრახვა – და აქვს ეს განზრახვა – ყველა ლიდერი დაიჭიროს, არ არის აუცილებელი, ეს გირაოს გადახდა/არგადახდასთან დაკავშირებულ საკითხზე მოხდეს. იმდენად ტექნიკური საკითხია, რომ შეუძლებელია, ამას რაიმე სერიოზული გავლენა ჰქონდეს ოპოზიციის შიგნით“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც არ იხდიან გირაოს, არ აპირებენ, დაემორჩილონ პარლამენტის უკანონო კომისიას და უკანონო ჯარიმას, რომელიც „ამ უკანონო კომისიაში არგამოცხადების გამო დაეკისრათ, ეს არის მათი სამოქალაქო გამბედაობის აქტი“. „ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში ყველა ოპოზიციონერს ძალიან ბევრი შანსი ექნება, რომ თავი გამოიჩინოს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი არ აპირებს უკან დახევას, აპირებს რეპრესიების გაგრძელებას და რეჟიმთან ბრძოლის დროს ბევრი სივრცე შეიქმნება, სადაც შეუძლიათ თავის გამოჩენა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. მისი თქმით, ოპოზიციაში არსებობდა ზეპირი შეთანხმება, რომ კომისიაზე არ უნდა მისულიყვნენ. „კომისიას არ ვაცხადებდით ლეგიტიმურად, შესაბამისად, მის საქმიანობაში არ ვაპირებდით მონაწილეობის მიღებას, რაც გულისხმობდა, მათ შორის, გამოცხადების ნაწილსაც. ადამიანებს, როდესაც აქვთ პარტიული პოზიცია, რომ პარლამენტს არ ვცნობთ ლეგიტიმურად, პარლამენტში არ შევდივართ, ძალიან ლოგიკურია, რომ იმ პარლამენტში თუ კომისია შეიქმნება, იქაც არმისვლა. ლეგიტიმური თუ იქნებოდა და მისი საქმიანობაც ლეგიტიმური იქნებოდა, როგორც პარლამენტარი, მიიღებდი მონაწილეობას, არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა. ვინაიდან ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, ის არის ჩამოყალიბებული ტოტალური გაყალბების შედეგად, შესაბამისად, კომისიაც ვერ იქნებოდა ლეგიტიმური და ჩვენგან ვერ იქნებოდა ლეგიტიმაციამინიჭებული“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)