20:37 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-16 15:34:10, 853 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დღეს ორი გზა არსებობს: ერთი მშვიდობისკენ მიდის, მეორე კი მეტ ნგრევას და სიცოცხლის დაკარგვას გამოიწვევს

დღეს ორი გზა არსებობს: ერთი მშვიდობისკენ მიდის, მეორე კი მეტ ნგრევას და სიცოცხლის დაკარგვას გამოიწვევს, ორივე მხარე აირჩევს, რომელ გზას დაადგება, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა სტამბოლში, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს შეხვედრა რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის 2022 წლის მარტის შემდეგ პირველ პირდაპირ კონტაქტს წარმოადგენს.

„ეს შეხვედრა 2022 წლის მარტის შემდეგ პირველ პირდაპირ კონტაქტს წარმოადგენს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რათა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე პროგრესს მივაღწიოთ. რადგან ომი კვლავ ბევრ სიცოცხლეს იწირავს, ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივი განხორციელება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. შემდეგი ფაზა ერთად ჩამოყალიბდება ჩვენს მიერ გაკეთებული არჩევანისა და გადადგმული ნაბიჯების მეშვეობით“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ჰაკან ფიდანმა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს, რომლებმაც სტამბოლში შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყეს, წარმატებები უსურვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics