20:30 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-15 14:01:07, 796 ნახვა

მსოფლიო
მარია ზახაროვა - ჩვენი დელეგაცია სტამბოლშია, მოლაპარაკებები დღის მეორე ნახევრამდე გადაიდო

რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები დღის მეორე ნახევარში გაიმართება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ჩვენი დელეგაცია სტამბოლშია, მისი შემადგენლობა კი ცნობილია. თურქული მხარის ინიციატივით, მოლაპარაკებები დღის მეორე ნახევრამდე გადაიდო“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დღეს, სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მონაწილეობას არ მიიღებს.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე ანკარაშია, სადაც თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics