|
2016-03-16 14:50:03, 468 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი პარლამენტში ფარული ჩანაწერების შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა, რომელმაც ხელისუფლებას კონკრეტული ადამიანების დასჯისაკენ მოუწოდა. "როგორც კი ნახავთ ადამიანს, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა, თავზე ხელი კი არ უნდა გადაუსვათ და სამსახურიდან კი არ უნდა გაუშვათ, როგორც ეს გააკეთეთ გელა ხვედელიძის შემთხვევაში, ამ პირმა ჩაიდინა თვითმკვლელობამდე მიყვანის დანაშაული და უნდა ყოფილიყო დასჯილი", - განაცხადა ბარამიძემ. ბარამიძის გამოსვლის შემდეგ დარბაზში სიტყვა დეპუტატ ლუკა კურტანიძეს მისცეს, რა დროსაც ჩხუბი დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს მიხეილ მაჭავარიანს დაუპირისპირდა, დეპუტატმა კარლო კომპალიანმა კი მაჭავარიანს დეპუტატის პერსონალური მიკროფონი ესროლა. ვითარების განმუხტვა მანდატურების ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)