21:58 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-12 18:21:00, 2393 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - რუსეთი ან სერიოზულად არის განწყობილი და მშვიდობა სურს, ან დამატებითი სანქციები უნდა დავაწესოთ

რუსეთი ან სერიოზულად არის განწყობილი და მშვიდობა სურს, ან ჩვენ დამატებითი სანქციები უნდა დავაწესოთ , - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცნობით, დღეს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

„ჩვენ ჩარჩოები განვსაზღვრეთ და ყველაფერი ნათელია. გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ. რუსეთი ან სერიოზულად არის განწყობილი და მშვიდობა სურს, ან არ არის სერიოზულად განწყობილი და ჩვენ დამატებითი სანქციები უნდა დავაწესოთ“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებმა შაბათს კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთს მოუწოდეს, რომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას დათანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მასიური ახალი სანქციებით დაემუქრნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics