|
2025-05-09 13:27:01, 795 ნახვა
პოლიტიკა
პაველ ჰერჩინსკი - ახლა საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია
თუ საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირმა 2023 წელს საქართველოს ისტორიული შანსი მისცა, თუმცა ამჟამად საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია. „საქართველოს და ევროკავშირს წარმატებული პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ამ ურთიერთობამ საქართველოს ბევრი სიკეთე მოუტანა. ევროკავშირს ბევრი აქვს გაკეთებული თქვენს სოფლებსა და ქალაქებში. მესამე წელია მაქვს პატივი თქვენთან ერად აღვნიშნო ევროპის დღე. 2023 წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული კარი გაუღო და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ახლა საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია. ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა საქართველოსთვის. ის ეფუძნება ხალხისა და სახელმწიფოს სუვერენულ არჩევანს. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მშვიდობას და კეთილდღეობას. ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი კი ნათელია. თუ საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ“, -განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)