|
2025-05-08 12:15:11, 873 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ბარამიძე - „MEGOBARI აქტი“ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია
მიუხედავად მსოფლიოში არსებული საკმაოდ მძიმე მდგომარეობისა, საქართველო კვლავ ჩვენი მეგობრების ყურადღების ცენტრში რჩება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ევროკავშირის მხრიდან - „MEGOBARI აქტი“ არის მხარდაჭერა ქართველი ხალხის, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორი ქვეყნები საქართველოს არ ივიწყებენ და ისინი ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის გვერდით დგანან. „MEGOBARI აქტი“ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომლის მიღება სამწუხაროდ, ჩვენი პარტნიორებისთვის საჭირო გახდა, რათა პრორუსი, პროჩინური და პროირანული მოღალატეობრივი რეჟიმისთვის ძალიან მკაფიო სიგნალი გამოეგზავნათ. არანაირი [ურთიერთობის] გადატვირთვა ამ კრიმინალურ რეჟიმთან არ მოხდება. ურთიერთობები მაშინ აღდგება, როცა ეს მაფიოზური ბანდა ხელისუფლებაში აღარ იქნება… ბიძინა ივანიშვილის ბანდამ საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია…ყველა კარგად ხედავს, როგორი დიქტატურული რეჟიმი საქართველოში ჩამოყალიბდა, როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები. ბუნებრივია, საქართველოში არსებულ ვითარებას ცივილიზირებული სამყარო არ მოითმენს. ქართველი ხალხის ბრძოლა გაგრძელდება. მათ შორის, „MEGOBARI აქტი“ არის მხარდაჭერა ქართველი ხალხის. ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ მხარდაჭერა, ვისაც უნდა საქართველოს ცივილიზირებული, დემოკრატიული განვითარება. მიუხედავად, მსოფლიოში არსებული საკმაოდ მძიმე მდგომარეობისა, ვგულისხმობ მსოფლიოში მიმდინარე ომებს, საქართველო კვლავ ჩვენი მეგობრების ყურადღების ცენტრში რჩება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ევროკავშირის მხრიდან. ისინი საქართველოს არ ივიწყებენ, ისინი ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას არ ტოვებენ და ამ მძიმე ჟამს ჩვენს ხალხს გვერდით უდგანან”, - განაცხადა ბარამიძემ.
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)