00:54 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-07 16:18:54, 728 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის კანცლერი - ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ელისეის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ფრიდრიხ მერცმა და ემანუელ მაკრონმა გერმანიასა და საფრანგეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს.

„თავდაცვის სფეროში ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს. პარიზისა და ბერლინის ეროვნული თავდაცვის პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად კოორდინირებული უნდა გახდეს“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

მისი თქმით, ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება უკრაინისთვისაც სასარგებლო იქნება.

„უკრაინას შეუძლია რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გერმანიისა და საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics