06:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-07 10:21:37, 1843 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს, დაშავებულია 5 ადამიანი

რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ განადგურდა, მრავალსართულიანი კორპუსის ბინებში ხანძარი გაჩნდა და ხუთი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„შევჩენკოს რაიონში ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევების საცხოვრებელ კორპუსსა და სუპერმარკეტზე დაცემის შედეგად ხანძარი გაჩნდა. დნეპრის რაიონში, მტრის თავდასხმის შედეგად, 5 დაშავებული გვყავს. დეტალები დგინდება“, - განაცხადა კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა და აფეთქებების ხმები ისმოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics