02:16 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-06 12:49:50, 723 ნახვა

მსოფლიო
ფრიდრიხ მერცმა კანცლერობისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მიიღო

გერმანიის პარლამენტმა ხმის მიცემის პირველ ტურში ფრიდრიხ მერცი კანცლერად ვერ აირჩია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერის, ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში მხარი 310-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა კი 307-მა მისცა.

ფრიდრიხ მერცს ბუნდესტაგის წევრების უმრავლესობის, 316 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.

ბუნდესტაგის ქვედა პალატას ქვეყნის კანცლერის ასარჩევად 14 დღე აქვს და ახლა მას უბრალო უმრავლესობა აირჩევს. კენჭისყრის მეორე ტური, შესაძლოა დღესვე ჩატარდეს.

ცნობისთვის, ბუნდესტაგში კოალიციურ მთავრობაში შემავალი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ 328 დეპუტატია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics