06:28 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-03 10:38:26, 1752 ნახვა

ომი უკრაინაში
პენტაგონმა უკრაინისთვის F-16-ებისთვის მიყიდვა დაამტკიცა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

აშშ-ს თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ (DSCA) უკრაინისთვის F-16-ის ტიპის ამერიკული ავიაგამანადგურებლებისთვის წვრთნისა და მათი მოვლა-შენახვის მომსახურებისა და აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა

სააგენტოს ცნობით, პაკეტის საფასური ერთიანობაში სავარაუდოდ 310.5 მილიონ დოლარს შეადგენს. 

DSCA-მ შესაბამისი სერტიფიკატი აშშ-ს კონგრესს გადასცა და გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა.

სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ პაკეტი მოიცავს, მათ შორის, თვითმფრინავების მოდიფიკაციებსა და განახლებებს, მათ მართვასთან დაკავშირებით პერსონალის წვრთნებს, მოვლა-პატრონობასა და შენარჩუნებაში დახმარებას, სათადარიგო ნაწილებს, მიწისზედა მომსახურების აღჭურვილობას, შეკეთებისა და დაბრუნების მომსახურებას, გასაიდუმლოებული და არაგასაიდუმლოებული პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას; საიდუმლო და არასაიდუმლო პუბლიკაციებსა და ტექნიკურ დოკუმენტაციას, კვლევებსა და გამოკითხვებს, აშშ-ს მთავრობისა და კონტრაქტორების საინჟინრო, ტექნიკური და ლოჯისტიკის მხარდაჭერის მომსახურებებს და ლოჯისტიკასთან დაკავშირებულ სხვა დახმარების პროგრამებს. 

განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული პაკეტი "აშშ-ს საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნებს დაეხმარება იმ პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებით, რომელიც ევროპაში პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური პროგრესის ძალაა". 

სააგენტოს თანახმად, პაკეტი "გააძლიერებს უკრაინის ახლანდელ და მომავალ საფრთხეებთან გამკლავების შესაძლებლობებს მათი პილოტების ეფექტიანი წვრთნის უზრუნველყოფით და აშშ-ს საჰაერო ძალებთან წვრთნების შედეგად აშშ-სთან ოპერაციული თავსებადობის გაზრდით". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics