04:51 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-02 17:09:27, 843 ნახვა

მსოფლიო
კრემლი - რუსეთი „თალიბებს“ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება

რუსეთი დაეხმარება თალიბებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ ავღანეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზამირ კაბულოვმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ მოსკოვისა და ქაბულის საერთო მტერი უწოდა.

„ვხედავთ და ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელსაც თალიბები მიმართავენ „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანური ფრთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს დაჯგუფება რუსეთისთვის და ავღანეთისთვის საერთო მტერია და ჩვენ ყველა შესაძლო დახმარებას გავუწევთ ამ ქვეყნის ხელისუფლებას პროფილური სტრუქტურების ხაზებით“, – აღნიშნა კაბულოვმა.

ცნობისთვის, მაისის შუა რიცხვებში ყაზანის ფორუმის ფარგლებში რუსეთი და ავღანეთი განიხილავენ წიაღისეულის მოპოვების კუთხით თანამშრომლობასა და ავღანეთის ტერიტორიის გავლით ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში ენერგორესურსების ტრანზიტის პერსპექტივას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics