|
2016-03-15 16:27:08, 470 ნახვა
პოლიტიკა
თსუ-ს რექტორმა თვითმმართველობის წარმომადგენლებს პირობა მისცა რომ მათ არავინ დაარბევს
რექტორის გადადგომის საკითხი შეთანხმებული არ არის, მე გადადგომას არ ვაპირებ, - ამის შესახებ თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, თვითმმართველობის წარმომადგენლები კვლავ მიმართავენ იმ ფრომას რა ფორმაც შეარჩიეს და აკადემიური საბჭოს ოთახში რჩებიან. თსუ-ს რექტორს თქმით, მათ თვითმმართველობის წარმომადგენლებს პირობა მისცა, რომ მათ არავინ დაარბევს. "მე მივეცი მათ პირობა, რომ მათზე რაიმე ზეწოლა, ზეგავლენა ან დაცვის სამსახურის მხრიდან ან პოლიციის მხრიდან არ განხორციელდება, რომ მათ არავინ დაარბევს. მე ვაპირებ ჩემს კაბინეტში შესვლას," - განაცხადა პაპავამ. მან დასძინა, რომ ვინაიდან აკადემიური საბჭოს სხდომა უახლოეს დღეებში დაგეგმილი არ არის, თვითმმართველობის წარმომადგენლების აკადემიური საბჭოს ოთახში ყოფნა რაიმეს ხელს არ შეუშლის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)