|
2025-04-16 17:28:40, 699 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - დამოუკიდებლობის დღე უნდა იყოს დიდი პროტესტისა და რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ფართო მსვლელობების დღე
“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღე უნდა იყოს დიდი პროტესტის და ფართო მსვლელობების დღე. დეკანოიძის თქმით, 26 მაისის პროტესტის დაგეგმვაში მონაწილეობა უნდა მიიღონ პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებრივად აქტიურმა ადამიანებმა, სტუდენტებმა. „რეჟიმმა გამოაცხადა, რომ 26 მაისს რუსთაველზე არ გამართავს ღონისძიებებს. ნამდვილად, მათ არაფერი აქვთ საერთო საქართველოს დამოუკიდებლობასთან. დამოუკიდებლობის დღე უნდა იყოს დიდი პროტესტის და რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ფართო მსვლელობების დღე. „ქოცების“ ღალატის ფონზე, 26 მაისი უნდა მიეძღვნას ანწუხელიძეს, შინდისის გმირებს და ჩვენს დაცემულ მეომრებს, ქართულ ჯარს. ამ დღის დაგეგმვაში უნდა მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებრივად აქტიურმა ადამიანებმა, სტუდენტებმა. ეს იქნება ნამდვილ პროცესში მონაწილეობა. ეს არის უპირველესი ამოცანა!”,- დაწერა დეკანოიძემ “ფეისბუქზე“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)