|
2025-04-15 14:00:32, 700 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - საგამოძიებო კომისიის გუშინდელ სხდომაზე ვისმენდით აგენტის აღსარებას
გუშინ საზოგადოება დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უსმენდა აგენტის აღსარებას - გახარიამ პრაქტიკულად, საზოგადოებას ირიბად თუ პირდაპირ, გადაუშალა გული - მოხდა მისი სრული ლუსტრაცია, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, გუშინ, გახარიამ თავიდან ბოლომდე დაადასტურა ყველა ის ძალიან მძიმე ბრალდება, რომელიც მის მიმართ არსებობდა. ამასთან, მათიკაშვილი ამბობს, რომ გახარია ტყუილების ლაბირინთში გაიბლანდა. „გუშინ, საზოგადოება მრავალი საათის განმავლობაში, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უსმენდა აგენტის აღსარებას. მან პრაქტიკულად, საზოგადოებას ირიბად თუ პირდაპირ, გადაუშალა გული. მოხდა მისი სრული ლუსტრაცია, რაზეც ჩვენ არაერთგზის, უკვე წლებია, ვსაუბრობთ, თუ რა ქმედებებით უღალატა თავის დროზე მან საკუთარ გუნდს, სამშობლოს, გაიზიარა და გაატარა უცხო ძალის ინტერესი. ნაცვლად იმისა, რომ როგორც პრემიერ-მინისტრს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ემოქმედა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანა არეულობაში და ქაოსში ჩაბმულიყო. ის ძალიან ცდილობდა, რომ თავი აერიდებინა პირდაპირი პასუხებისთვის, თუმცა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით დადასტურდა გიორგი გახარიას ქმედებებში შეცდომები, გადაცდომები და დანაშაულები. გუშინდელი დღე იყო აღსარება გიორგი გახარიასი, რომელმაც თავიდან ბოლომდე დაადასტურა ყველა ის ძალიან მძიმე ბრალდებები, რომელიც მის მიმართ არსებობდა,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)