09:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-12 19:49:14, 1323 ნახვა

ომი უკრაინაში
F-16-ში საბრძოლო დავალების შესრულებისას დაღუპულ პაველ ივანოვს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა

მეოთხე თაობის მრავალფუნქციური მსუბუქი გამანადგურებელ F-16-ში საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა უკრაინელი მფრინავი, 26 წლის პაველ ივანოვი. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა (AFU) Telegram-ზე დაწერა.

"ის ბრძოლაში დაიღუპა, იცავდა სამშობლოს ოკუპანტებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.

ტრაგედიის ყველა გარემოებას ადგენს უწყებათაშორისი კომისია, რომელმაც მუშაობა უკვე დაიწყო, დასძინეს საჰაერო ძალებმა.

მფრინავ პაველ ივანოვს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა უკრაინის გმირის წოდება

შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics