|
2025-04-11 09:44:36, 662 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - რამხელა უტიფრობაა, ვისაც ბერლინში, როგორც მოძალადეს ასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდო
რამხელა უტიფრობაა, ვისაც ბერლინში, როგორც მოძალადეს ასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილი თბილისსა და ბერლინში გადაღებულ ვიდეოებს აქვეყნებს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ბერლინში გადაღებულ ვიდეოში მამაკაცი პიროტექნიკას სახლს ესვრის, ხოლო თბილისში გადაღებულ ვიდეოში პიროტექნიკას პარლამენტის შენობას ესვრიან. „მარცხენა ვიდეოში ბერლინია, გასული წლის დეკემბერი. კაცმა, რომელმაც სახლს პიროტექნიკა ესროლა, წინასწარ პატიმრობაში ოთხი თვე გაატარა. გერმანიის პროკურატურა თავისუფლების ორი წლით აღკვეთას ითხოვდა. გუშინ, მას, გერმანულმა სასამართლომ, ექვსი თვე მიუსაჯა პირობით, ვინაიდან განზრახვა ვერ დაადგინა. პროკურატურა სასჯელს არ ეთანხმება და განაჩენი გაასაჩივრა. მარჯვენა ვიდეოში თბილისია, ასევე გასული წლის დეკემბერი. რამხელა უტიფრობაა, ვისაც ბერლინში, როგორც მოძალადეს ასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდო“, – წერს პაპუაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)