|
2025-04-10 17:20:55, 674 ნახვა
პოლიტიკა
ჯო უილსონი - ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ბრიტანელი პარტნიორების მადლობელი ვარ
ივანიშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ჩვენი ბრიტანელი პარტნიორების მადლობელი ვარ, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) პლატფორმა X-ზე წერს. „ჩვენი ბრიტანელი პარტნიორების მადლობელი ვარ ივანიშვილის რეჟიმის გენერალური პროკურორის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის. ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. წინსვლის ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია!“, - წერს ჯო უილსონი. ცნობისთვის, დღეს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი ქართველი ოფიციალური პირი დაასანქცირა. სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)