|
2016-03-14 18:22:50, 419 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი კადრებზე: ჩვენ, ქალები არავის შიშის გამო არსად გაქცევას არ ვაპირებთ
ბოლო დღეებია, ვესწრებით განმეორებით და თანმიმდევრულ დარტყმებს ხელისუფლებასა და ქართულ საზოგადოებაზე. ჩვენი ვალდებულებაა, ეს უმსგავსობა გამოვიძიოთ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ხელისუფლება ამ კადრების შექმნასა და გავრცელებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. „ხელისუფლება ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ამ კადრების შექმნასა და გავრცელებაზე, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, შემქმნელები და გამავრცელებლები იყვნენ იდენტიფიცირებული. თუ მსგავსი გაგრძელდება, ეს ჩვენ ხელუსფლებას ვერ დაანგრევს. ხელისუფლებასა და მედიაში მყოფ ქალებს ეს ვერ შეგვაშინებს. ეს არის განწირული დარტყმები. ჩვენ, ქალები გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას იქ, სადაც ვართ და არავის შიშის გამო არასად გაქცევას არ ვაპირებთ. ყველა უნდა ვიდგეთ ერთ პოზიციაზე, დავიცვათ ერთმანეთი და ვიყოთ სოლიდარულები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)