11:17 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-09 10:14:20, 681 ნახვა

პოლიტიკა
9 აპრილის მემორიალთან „ქართული ოცნების“ საჯარო მოხელეების გამოჩენას ხმაური მოჰყვა

9 აპრილის მემორიალთან საჯარო მოხელეების გამოჩენას ხმაური მოჰყვა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეს კონსტანტინე ზარნაძეს მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ადგილზე მისვლის საშუალება ასევე არ მისცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას.

ხმაური და დაპირისპირება ზარნაძესა და მოქალაქეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ის 9 აპრილის მემორიალთან მიახლოებასა და მემორიალის ყვავილებით შემკობას გეგმავდა.

„მარტო ვარ ამდენ ადამიანთან, ერთი წამით არ მეშინია. ესენი არიან უღმერთო ადამიანები, რომლებმაც არ მომცეს უფლება, რომ მივსულიყავი მემორიალთან.

9 აპრილის მემორიალი არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას. ის ეკუთვნის ამ ქვეყნის ხალხს, რომლებიც ვაფასებთ იმ ადამიანების სულებს, რომლებმაც აქ საკუთარი თავი გადადეს. როცა მოქალაქე მოვდივარ და მინდა ეს მემორიალი შევამკო ყვავილებით, სანთელი დავანთო, ამის უფლებას არ მაძლევენ, იფურთხებიან, იგინებიან უზრდელობენ, ათას სიბინძურეს კადრულობენ, ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია. ისინი, პირველ რიგში, საკუთარ თავს აყენებენ შეურაცხყოფას“,- განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეებმა ღამე გაათენეს. მათ ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირი და 9 აპრილის მემორიალი ჯაჭვით აქვს შემოსაზღვრული.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics