11:16 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-08 13:22:07, 667 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - გამოსავალი არსებობს და მას მხოლოდ ივანიშვილი და მისი მოძალადე რეჟიმი ეღობება

ის რაც დღეს ხდება, რომ რეჟიმი საქართველოს ტოვებს მარტო - ეს არის მიზანმიმართული ღალატი! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოსავალი არსებობს და მას მხოლოდ ივანიშვილი და მისი მოძალადე რეჟიმი ეღობება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე წერს.

გიორგი ვაშაძე გამოსავლისთვის ორ ნაბიჯს ასახელებს.

„დღეს საქართველოს სჭირდება გამოსავალი, რომელიც გააერთიანებს ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტას.

პირველი ნაბიჯი - ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და კოალიციური მთავრობა. მხოლოდ ერთიანი ძალებით შევძლებთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას.

მეორე აუცილებელი ნაბიჯი - ევროკავშირთან და აშშ-თან სასწრაფოდ ურთიერთობის აღდგენა და მჭიდრო თანამშრომლობა.

მხოლოდ ძლიერი მოკავშირეებით შეძლებს საქართველო აღიდგინოს თავისი ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე და მიიღოს ის მეტი უსაფრთხოება და დაცულობა, რაც ჩვენი მომავლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ჩვენი ქვეყანა არ უნდა დარჩეს მარტო და დაუცველად. საკმარისია, შევცვალოთ ივანიშვილის მოძალადე რეჟიმი, დაჩქარებული წესით დაიწყება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც საქართველოს მოქალაქეს მისცემს მეტ პერსპექტივას, მეტ შემოსავალს და მეტ დაცულობას.

მაგრამ ის რაც დღეს ხდება, რომ რეჟიმი საქართველოს ტოვებს მარტო - ეს არის მიზანმიმართული ღალატი!

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოსავალი არსებობს და მას მხოლოდ ივანიშვილი და მისი მოძალადე რეჟიმი ეღობება”, - გიორგი ვაშაძე წერს “ფეისბუქზე".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics