|
2025-04-07 12:24:10, 648 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - დღეს საქართველოში მხოლოდ სამი მექანიზმი მუშაობს - ძალადობა, ძარცვა და პროპაგანდა
ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა ყოველდღე ერთსა და იმავეს იმეორებს - თითქოს ქვეყანაში მშვიდობა და განვითარებაა. სინამდვილეში კი, რაც დრო გადის, საქართველო უფრო დაუცველი, იზოლირებული და მიტოვებული ხდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე შეფასებით, დღეს საქართველოში მხოლოდ სამი მექანიზმი მუშაობს - “ძალადობა, ძარცვა და პროპაგანდა”. „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა ყოველდღე ერთსა და იმავეს იმეორებს -თითქოს ქვეყანაში მშვიდობა და განვითარებაა. სინამდვილეში კი, რაც დრო გადის, საქართველო უფრო დაუცველი, იზოლირებული და მიტოვებული ხდება. დღეს საქართველოში მხოლოდ სამი მექანიზმი მუშაობს - ძალადობა, ძარცვა და პროპაგანდა. რა მოუტანა ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანას? - მეტი დაუცველობა, მეტი სიღარიბე და ხალხის გაღატაკება, მეტი კრიზისი, ქაოსი, სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია. რეჟიმს აშკარა ბზარები გაუჩნდა - ეს უსისტემო გადაადგილებები და თანამდებობებზე კარუსელი აჩვენებს ერთ რამეს: პროტესტი მუშაობს. სანქციები ჭრის. რეჟიმი ირყევა. ჩვენ მივდივართ მხოლოდ წინ! ჩვენი გზა - თავისუფლება, დაცულობა და განვითარება. მათი გზა - შიში, სიღარიბე და დაუცველობა”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)