09:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 12:15:06, 1319 ნახვა

ომი უკრაინაში
დონალდ ტრამპი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე - ვესაუბრებით რუსეთს, არ მომწონს დაბომბვები

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება.

„ვესაუბრებით რუსეთს. გვსურს, შეჩერდენენ. არ მომწონს დაბომბვები, დაბომბვები გრძელდება და გრძელდება და ყოველ კვირას ათასობით ახალგაზრდა იღუპება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არ მოხდებოდა, ის რომ მაშინ აშშ-ის პრეზიდენტი ყოფილიყო.

„ეს საშინელებაა და არასდროს უნდა დაწყებულიყო. არასდროს მოხდებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, 100%-ით“, - აღნიშნა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics