|
2025-04-07 11:42:40, 622 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ - ნუ იმალებით ერეკლეს პორტრეტის უკან, რა საერთო გაქვთ მასთან?!
ნუ იმალებით ერეკლეს პორტრეტის უკან! რა საერთო გაქვთ მასთან?! ერეკლე მტერს ებრძოდა - ქვეყანას იცავდა, თქვენ კი მტერს ემსახურებით და მარტოს, დაუცველს ტოვებთ საქართველოს! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს მიმართავს. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს „გეორგიევსკის ტრაქტატის” „შინაარსი და მისი შედეგები უყვართ და არა ერეკლე II“. „თქვენ ერეკლე კი არა - „გეორგიევსკის ტრაქტატი” გიყვართ… და განსაკუთრებით ის, რაც ამ ტრაქტატს მოჰყვა: ქართლისა და კახეთის გაუქმება, მეფობის მოსპობა, ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, პატრიარქის გადაყვანა რუსეთში, ტაძრების გადაღებვა, ქართული ენის განდევნა, ქვეყნის ოკუპაცია და დასჯა ყველა მცდელობისთვის, რომ თავი რუსულ უღელს დაეღწია! სხვათა შორის, კომუნისტებიც ზარ-ზეიმით ზეიმობდნენ, ამ ტრაქტატის წლისთავებს. რატომ? - იმიტომ, რომ მათთვისაც ის იყო დამორჩილების, მონობის და საქართველოს რუსეთთან მარტოდ დატოვების სიმბოლო”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)