|
2016-03-14 14:02:34, 641 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრომ მედიის წარმომადგენლებს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი გააცნო
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებითა და დაფინანსებით, 11-13 მარტს, სასტუმრო „ლოპოტაში", ფინანსთა სამინისტრომ სემინარი გამართა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სემინარზე სამინისტრომ მედიის წარმომადგენლებს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი გააცნო, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს ეხება. სემინარი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ მოგების გადასახადის ე.წ ესტონური მოდელის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის არაერთ მიმართულებაზე მოახდენს პოზიტიურ გავლენას, დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში, დადებითად იმოქმედებს ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაზე, ბიზნესს ექნება მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის. გარდა ამისა, ჩამოყალიბდება მიმზიდველი კლიმატი ბიზნესის დაწყების და წარმოების კუთხით, რაც გაზრდის ახალი, პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას საქართველოსადმი. პრეზენტაციები გააკეთეს და ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ბარათაშვილმა და მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ გაგუამ. სემინარზე ასევე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა ფისკალური პოლიტიკა და სახელმწიფო ვალი, ისაუბრეს საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებულ ცვლილებებზე, ასევე დაგეგმილ სიახლეებზე, მათ შორის, ძირითადი საშუალებების იმპორტის დღგ-სგან განთავისუფლების, აღიარებული დავალიანებების ჩამოწერისა და დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების საკითხებზე. სემინარზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან ერთად კითხვა-პასუხი რეჟიმში განიხილეს აღნიშნული ინიციატივა, მათ შორის, განაწილებული მოგების გადასახადის ტექნიკური დეტალები. საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები უკვე გასაჯაროვდა საქართველოს საკანონდებლო მაცნეს საშუალებით და იგი უახლოეს პერიოდში განსახილველად შევა პარლამენტში. სემინარის მიზანი იყო მედიის წარმომადგენლები დოკუმენტის განხილვის დაწყებამდე გაცნობოდნენ კანონპროექტით გათვალისწინებულ ძირითად პრინციპებს.
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)