|
2025-04-05 15:54:18, 909 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის
ჩვენთვის გარკვეულწილად საინტერესოც შეიძლება იყოს ოპოზიციის მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო მძიმედ დამარცხდებიან ისინი, ვიდრე დამარცხდნენ თუნდაც წინა საპარლამენტო არჩევნებში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი კვლევების თანახმად, „ქართული ოცნების" რეიტინგი კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული. „ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შეგვიძლია იმაზე მაღალი შედეგის მიღებაც კი, ვიდრე მივიღეთ საპარლამენტო არჩევნებში. დღევანდელი კვლევები ამაზე მიუთითებს. დღევანდელი კვლევების თანახმად, ჩვენი რეიტინგი კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული. დანარჩენი არის ოპოზიციის საქმე. ასეც და ისეც ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის 64-ვე მუნიციპალიტეტში. ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში მთელი ქვეყნის მასშტაბით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)