|
2025-04-05 15:40:01, 809 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჯაფარიძესა და ხაზარაძეს არაფერი აქვთ სათქმელი
ჯაფარიძესა და ხაზარაძეს არაფერი აქვთ სათქმელი, ისინი გაურბიან მისვლას საგამოძიებო კომისიაში, ეს არის მათი არჩევანი, საქართველოში მოქმედებს კანონები და ამ კანონების მიხედვით გაგრძელდება პროცედურები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, არის ძალიან მკაფიო შემთხვევები, რასთან დაკავშირებითაც საგამოძიებო კომისიას სურს მეტი ინფორმაციის მიღება. „ამ ადამიანებს არაფერი აქვთ სათქმელი, არის ძალიან მკაფიო შემთხვევები, რასთან დაკავშირებითაც საგამოძიებო კომისიას სურს მეტი ინფორმაციის მიღება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საკითხები არის უხერხულობის შემცველი შესაბამისი ადამიანებისთვის, რომლებიც არიან ეჭვმიტანილი კონკრეტული მძიმე დანაშაულების ჩადენაში, ისინი გაურბიან მისვლას საგამოძიებო კომისიაში, ეს არის მათი არჩევანი. საქართველოში მოქმედებს კანონები და ამ კანონების მიხედვით გაგრძელდება პროცედურები", - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)