|
2025-04-05 12:48:57, 825 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ გვინახავს ძალადობის რომელიმე აქტის დაგმობა
დღემდე არ გვინახავს არც ძალადობის რომელიმე აქტის და არც ღირსების შემლახავი რომელიმე კამპანიის დაგმობა, არდაგმობა კი წახალისებაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ცინიზმია, ღირსება მოიყვანო სხვა ერის ცხოვრებაში ინტერვენციის საბაბად. „რამხელა ცინიზმია, ღირსება მოიყვანო სხვა ერის ცხოვრებაში ინტერვენციის საბაბად, თან მაშინ, როდესაც ევროპული ფონდების გამოყენებით და ევროპის სახელით ფინანსდება: ფაშისტური საიტი მონა.ჯი; ზიზღით გაჟღენთილი და ღირსების შემლახავი ისტერიული თავდასხმები; მტრობის გამაღვივებელი პროპაგანდა; მოლოტოვის კოქტეილის რეკლამირება. დღემდე არ გვინახავს არც ძალადობის რომელიმე აქტის და არც ღირსების შემლახავი რომელიმე კამპანიის დაგმობა. არდაგმობა კი წახალისებაა“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)