|
2025-04-04 21:02:02, 921 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელს მოუწოდებს, შეამციროს საპროცენტო განაკვეთები
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელს, ჯერომ პაუელს მოუწოდებს, შეამციროს საპროცენტო განაკვეთები. „ის ყოველთვის აგვიანებს, მაგრამ ახლა შეუძლია, შეცვალოს თავისი იმიჯი და სწრაფად“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდების მიუხედავად, ჯერომ პაუელი აცხადებს, რომ ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთების შემცირებას არ ჩქარობს. „ჩემთვის, ამ დროისთვის უცნობია, როგორი იქნება მონეტარული პოლიტიკის შესაბამისი გზა და ჩვენ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს“, – აღნიშნა ჯერომ პაუელმა. ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელის თქმით, ინფლაცია სავარაუდოდ გაიზრდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოვლისმომცველი ტარიფების გამო და შეიძლება მაღალი დარჩეს. პაუელმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ტარიფები მნიშვნელოვნად აღემატება ფედერალური რეზერვის მოლოდინს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)