|
2025-04-04 14:51:59, 664 ნახვა
პოლიტიკა
„ლელო - ძლიერი საქართველო“ თეა წულუკიანის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს
პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საჯარო სივრცეში ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრებმა თბილისის პროკურატურასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. როგორც „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განმარტა, მათი პოლიტიკური ძალა სრულად იზიარებს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიციას „კომისიის ბოიკოტირების შესახებ და არ დაუშვებს კოალიციისა და მისი ლიდერების დისკრედიტაციას“. „არალეგიტიმურ პარლამენტში შეკრებილმა ბიძინა ივანიშვილის სადამსჯელო რუსულმა კომისიამ, მიმდინარე სხდომებსა და პროპაგანდისტული მედიების ეთერებში, მისი წევრების განცხადებებმა ღიად დაადასტურა, რომ ე.წ. კომისიის მიზანი არის არა ისტორიული და ფაქტობრივი სიმართლის დადგენა, დაზარალებული პირების უფლებების აღსადგენად, არამედ პოლიტიკური ანგარიშსწორება და ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის დამყარება; საქართველოს რეალურ, პროდასავლურ პოლიტიკურ კლასზე თავდასხმა და მისი განადგურების მცდელობა; რუსული რევანში და კრემლის სახელით ქართული ჯარის დისკრედიტაცია და სახელმწიფოს გასამართლება. დღეს უკვე აშკარაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, ამ ორგანოს უპირველეს დანიშნულებად და მიზნად „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების დევნას ისახავს. ეს ხდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წლის თავზე, როდესაც პროკურატურა და სასამართლო ივანიშვილის ხელშია და არცერთი გამოძიებული საქმე არ არსებობს. ე.წ კომისიის სხდომებზე გაჟღერებული ცრუ ბრალდებები, თეა წულუკიანის დამაზუსტებელი „კითხვები“ და მის მიერ პროპაგანდისტულ ეთერში გაკეთებული მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პატივისა და ღირსების შემლახავი, ცილისმწამელური, მუქარანარევი განცხადებები, შესაძლოა განვიხილოთ სასამართლოსთვის მითითებად. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი სამიზნე, რეალურად არის „ლელო-ძლიერი საქართველო“, როგორც დამოუკიდებელი, პროქართული, პროევროპული ძალა, რომელიც რუსულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს და ხალხს რეალურ ალტერნატივას სთავაზობს, რაც პარტიის მზარდი რეიტინგითა და მისი რიგების გაფართოებით დასტურდება. კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“ სრულად იზიარებს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიციას აღნიშნული კომისიის ბოიკოტირების შესახებ და არ დაუშვებს კოალიციისა და მისი ლიდერების დისკრედიტაციას არალეგიტიმური პარლამენტის წარმონაქმნის მხრიდან! მიტაცებული ხელისუფლების ქართველი ხალხისათვის დაბრუნების შემდეგ, ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოს, მანამდე კი, სანქცირებული მურუსიძის სასამართლოს პირობებშიც კი, არ ვაპირებთ სამართლებრივი რეაგირების გარეშე დავტოვოთ კომისიაზე და პროპაგანდისტულ მედიაში გაჟღერებული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები! სანამ თეა წულუკიანი და რუსული ოცნების საბჭოთა „ტროიკის“ მსგავსი კომისია დამოუკიდებელი ქართული სასამართლოს წინაშე წარდგება, ჩვენ ახლავე დავიწყებთ სამართლებრივ პროცესს და ასევე, მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს, რათა საზოგადოების თვალში ვამხილოთ რეჟიმის რეალური ზრახვები“, - ნათქვამია კოალიციის მიერ გაჟღერებულ განცხადებაში.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)