|
2025-04-04 12:48:07, 688 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ივანიშვილის მმართველობის შედეგი: მტრებს ვიმატებთ, მეგობრებს ვკარგავთ
ივანიშვილის მმართველობის შედეგი - მტრებს ვიმატებთ, მეგობრებს ვკარგავთ და ქვეყანას სრული კატასტროფა ემუქრება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს სრულ კატასტროფას და მზარდ საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის. „ივანიშვილის პოლიტიკამ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია. ევროპასა და ამერიკას მტრად აცხადებს, სანაცვლოდ კი, არცერთი მოკავშირე არ ჰყავს, ვინც ჩვენს უსაფრთხოებას დაიცავს. ივანიშვილი წლებია მიზანმიმართულად ანგრევს ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურას. მეგობრების გარეშე დარჩენილი საქართველო ზუსტად ისაა, რაც მტერს სურს - მარტო, დაუცველი და ადვილად დასაპყრობი. ამ ვითარებაში „ოცნების“ დარჩენა ნიშნავს სრულ კატასტროფას და მზარდ საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისთვის. დავსვათ მარტივი კითხვა: როდის იყო საქართველო უფრო დაცული? როცა ჩვენს გვერდით გვედგა აშშ, ევროკავშირი და მათი ძლიერი ეკონომიკა? თუ ახლა, როცა მარტო დავრჩით მტრის პირისპირ? ივანიშვილის რეჟიმის ყოველი დღე ზრდის საფრთხეს. რაც უფრო დიდხანს რჩებიან, მით უფრო მძიმე იქნება შედეგი! მოეშვით ყალბ პროპაგანდას „მშვიდობაზე“ – მშვიდობა არ მოდის საუბრით, ავტოკრატიით და გაძარცული ქვეყნით. მშვიდობა და დაცულობა მოდის მხოლოდ ძლიერი მოკავშირეებით, სანდო პარტნიორებით, ხალხის ნდობით აღჭურვილი მთავრობით და განვითარებული ეკონომიკით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)