|
2016-03-14 13:04:46, 419 ნახვა
პოლიტიკა
რატიანი გავრცელებულ კადრებზე: ეს არის მეთოდი რომლითაც რუსი ოლიგარქები ერთმანეთს ებრძოდნენ
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაში ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხედავენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები. "ნაციონალურ მოძრაობაში" სამართალდამცავ სტრუქტურებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ. „მთავრობა ამის შესაჩერებლად არაფერს არ აკეთებს. მეტიც ჩვენ უნდა გავიხსენოთ , რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მსგავსი კადრების გავრცელება იწყება. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ეს არის მეთოდი, რომლითაც რუსი ოლიგარქები ებრძოდნენ ერთმანეთს. ჩვენ მთელმა საზოგადოებამ ეს უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა სერგო რატიანმა. განცხადებები "თავისუფალმა დემოკრატებმაც" გააკეთეს და პარტიის ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ მომხდართან დაკავშირებით გამოძიების შედეგები უახლოეს მომავალში დაიდოს. „ამგვარი ვიდეოების გავრცელება ქართულ სახელმწიფოებრიობას ანგრევს. ამგვარი ტერორი ყველასთვის ძალიან დიდი უბედურების მომტანია", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)